"ბურთის პატრონი"-ის განმარტებები
ბურთის პატრონი
ეს იმ ადამიანთა ფენომენია, რომელთა გარეშეც ვერ გააგრძელებ ფეხბურთის/კალათბურთის თამაშს..
რადგან ბურთი მისია, და თუ წავიდა იძულებული ხარ თამაში შეწყვიტო...
-წავედი მე!
-ეე, დაგვამთავრებინე რა თამაში!!
-ბურთი ჩემია და მივდივარ!!
ბურთის პატრონი
ბურთის პატრონი პიროვნებაა ვინც ყველას ყველაზე მეტად ევასება რაცარუნდაიყოს, მას არაბრაზებენ რადგან ბურთის პატრონია და იგი უეჭველი ყოველთვის თამაშობს
ბლაბლაბლა
ბურთის პატრონი
ეს ადამიანი კონკრეტულ მომენტებში მოედანზე მყოფი ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ თამაშის სურვილი სარგებლბობს განსაკუთრებული პატივისცემით რადგან იგი არის იმ მომენტში ერთ-ერთი იშვიათი ნივთის მფლობელი რომლის გარეშეც თამაში უბრალოდ ვერ შედგება და ხშირად ამ ადამიანს თითქმის ყველა სურვილი დაუყოვნებლივ უსრულდება ხოლმე, რათა თამაში არ ჩაიშალოს
-შენ კარებში ჩადექი
-კარებში არ ჩამაყენოთ თორე ბურთს წავიღებ
-კაი ხოო
ბურთის პატრონი
ყველაზე პრიორიტეტული ადამიანი უბანში რომელიც ყოველთვის თამაშობდა ფეხბურთს და არასოდეს დგებოდა კარებში
-კარებში არ ჩამაყენოთ თორემ ბურთს წავიღებ