"რეკლამაში ორია"-ის განმარტებები
რეკლამაში ორია
მომენტი როდესახ ვინმეს დიროლს ან ორბიტს აძლევ და ერთი არ გოფნის
- გაა ჩაღეჭე შეჩემა ***ერთი მევის მიცემა***
- რეკლამაში ორია
- ჰეჰ
რეკლამაში ორია
საღეჭი რეზინის თხოვნისას პროჭობის უკიდურესი ფორმა, როდესაც ერთი არ გაკმაყოფილებს. თავის არიდების მიზნით გამოიყენება პასუხი: რეკლამაში რო გადაგიღებენ ორს მერე მოგცემ.
-კევი არ გაქ შეჩემა?
-ჰა აიღე
-მეორეც რა, რეკლამაში ორია
-რეკლამაში რო გადაგიღებენ ორს მერე მოგცემ !
რეკლამაში ორია
ძირითადად გამოიყენება კევსმოწყურებული თანატოლების მიერ, როცა საღეჭი რეზინი გთხოვა, შენ მიეცი და უნდა, რომ მეორეც მისცე რადგან რეკლამაში ორ ცალს ღეჭავენ ხოლმე. ხშირად მოყვება პასუხი. . . (იხილეთ მაგალითში)
-აუ კევი მომე რა
-აჰა
-რეკლამაში ორია
-რეკლამაში კაი ნაშაცაა
რეკლამაში ორია
უმადური ადამიანის ფრაზა რომელიც უკმაყოფილოა ერთიცალი “დიროლის" ან "ორბიტის" მიცემით.
-აუ მომე რა.
-კაი..
-აუ ერთი რა არიის?!რეკლამაში ორია!!!
რეკლამაში ორია
სიტყვები რომელსაც იყენებენ მაშინ , როდესაც ვინმეს საღეჭ რეზინს აძლევ.ძირითადად მაინც ერთს იღებენ
კიდევი გინდა ? კი და რეკმალაში ორია 😂კაი გეხუმრები ერთი მომე
რეკლამაში ორია
ეს სიტყვა გამოიყენება როდესაც შენი მეგობარი გაძლევს ერთცალ კევს და შენ ორი გინდა
-აუ "ჟუაჩკა" გააქ?
-კი (გაძლევს ერთ ცალს)
-კაი რა ბიჭო რეკლამაში ორია
რეკლამაში ორია
ფრაზა,რის შემდეგაც 2ცალი კევი ავტომატურად ერიცხება მთქმელს FREEBET-ის სახით.
-მაიტა რა კევი
-აჰა ერთი ბაბუ
-რეკლამაში ორია))))