0

ქოცი (ნაცი არა და მეორე)

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გაბატონებული კნინობითი ტერმინი, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის აღმნიშვნელი აბრევიატურა, რომელზედაც საავტორო უფლებები ეკუთვნის მისი მთავარი ოპონენტის, ასევე პოლიტიკურ პარტიის - "ნაცების" წარმომადგენლებს.

აღსანიშნავია, რომ ქოცებისა და ნაცების ფილოსოფიურ შეხედულებებს შორის არსებობს მჭიდრო კორელაციური კავშირი, მაგალითად: თუ თქვენ ჩაერთვებით კამათში რომელიმე მათგანთან და ეცდებით დააფიქსიროთ არგუმენტებით გამყარებული, განსხვავებული აზრი ისინი მომენტალურად შეგაფასებენ და შესაბამისად "ქოცი"-ს ან "ნაცი"-ს სტატუსი გარდაუვალია.

- გუშინ ჩცდ-ს თუ უყურე?
- რუსთავი 2-ს უყურებ?? ნაცი ხარ შეჩემა?!