0

პედოფილი

ადამიანი (ჯურღმულა) რომელიც 12 წლის ბავშვებს ინსტაგრამზე იმატების და აღარ შლის

-წაშალე შეჩემა ყლეხოარხარ
-არა შეჩემა მაგარი ნაშაა

0

დელეცი

მატერიალურად შეძლებულზე შეძლებული ადამიანი

- ვიღაც დელეცი

0

მოტმასნილი

სიტყვა რომლითაც აიხსნება ერთი ადამიანის მიზიდულობა მეორე ადამიანის მიმართ, ძირითად შემთხვევაში ასეთი ადამიანი მეორე ადამიანს ყველგან დაყვება სადაც არ უნდა წავიდეს.

- რას მეტმასნები შეჩემა, საქმე არ გაქ?

0

კარგს ვსვამ კარგს ვჭამ

ფრაზა რომლითაც უფროსი თაობის ადამიანი გვეუბნება რომ ის მისი ცხოვრებით და დღევანდელი ყოფით კმაყოფილია. ძირითად შემთხვევაში მათი ცხოვრება სავსეა იმდეგაცრუებებით , რეპრესიებით და აუხდენელი ოცნებებით.

- მე რა, მე კარგს ვჭამ კარგს ვსვავ, შენ იდარდე.

0

ლოკოკინაჭამია

ძირითადად გამოიყენება უფროსი თაობის მიერ როდესაც მათ არ ესმით კულუტურული ნიშნებით განსხვავებული ადამიანების არსებობა რომელთაც ლოკოკინა არა საზიზღარი არსების თვალით , არამედ დელიკატესის სახით დაინახეს.

- ეგენი ლოკოკინაჭამიები არიან.

0

პროგრამისტი

ადამიანი რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ეკრანიანი მოწყობილობის შეკეთება გაწელილ ვადებში. აქვს უნარი შექმნას აიქლაუდი, გადააყენოს ვინდოუსი, განაახლოს დრაივერები, გატეხოს ფეისბუქი, გააკეთოს პრინტერი და სხვა მრავალი. ძირითადად მისი საჭიროება წარმოიქმნება ისეთი პრობლემის არსებობის დროს როდესაც ინდივიდს არ ჰყოფნის ტექნიკური ცოდნა მის გადასაჭრელად და დროა პროგრამისტს მიმართოს.

- ფეისბუქის გატეხვა მინდა და პროგრამისტები ვინ ხართ?

0

ვოთებაუთიზმი

ზუსტი ქართული შესატყვისის ჯერჯერობით არმქონე ტერმინი, რომელსაც უწოდებენ მსუბუქი თუ მწვავე დისკუსიისას მოსაუბრეზე მანიპულაციის მიზნით არგუმენტის სახით სხვა ფაქტორის მოშველიებას და ამით ერთგვარი გადაბრალების და დამაბნეველი სასაუბრო წინაღობის შექმნის მცდელობას. მაგალითია დონბასის რვაწლიანი საომარი მოქმედებების გახსენება რუსების მიერ, პასუხად მათ მიერ უკრაინაზე თავდასხმის განხილვისას („და აბა, დონბასში რას გვიშვრებოდნენ 8 წელი?“), ქართული ოცნების მომხრეებთან მათ ვერაგობაზე საუბრისას თემის ნაციონალური მოძრაობის ვერაგობებზე გადაყვანის მცდელობა ან ნაციონალური მოძრაობის თაყვანისმცემლების მხრიდან ედუარდ შევარდნაძის შავბნელ დროზე შეხსენება.

- რაც მოხვედით, არაფერი გაგიკეთებიათ კარგი.
- აბა, ნაციონალები ჯობდა?

(ტიპური დისკუსია)

0

ცოლითი რეჟიმი

დაქორწინებული მამაკაცის მდგომარეობა

-ვაჟას არ ვეძახით ვაჟას?
-ვაჟას ცოლითი რეჟიმი აქ….