0

იჭიმები

სიტყვა იჭიმები,ხშირად გამოყენებულია დიდსა და შედარებით პატარას ლაპარაკის დროს,არის დამცინავი ფორმა როცა ერთ ადამინას არაფრის თავი არაქვს მაგრამ მაინც იჭიმება

რას მეჭიმები შე პატარა შნირო

0

აგახევ სახეს

ფრაზა აგახევ სახეს,ხშირად გამოყენებულია ჩხუბის დროს და ნიშნავს რო ვისაც ეუბნებიან მაგარი დანძრეული აქ და მაგრად გაიძუყნება

აგახევს სახეს შე გნიდა ბავშვო

0

არ მშია

ორი სიტყვა, რომელსაც ვიყენებთ ძმაკაცთან ყოფნის დროს, როდესაც დედამისი გვეკითხება შევჭამთ თუ არა და სინამდვილეში დორბლები მოგვდის

- გიორგი შვილო ჰო შეჭამ საჭმელს
-არა არა, არ მშია.......

0

პრაზნიკები

წელიწადის ის რამდენიმე გამორჩეული დღე, რომლებზეც საზოგადო ტრანსპორტის ქართველ მომხმარებელთა 80% ბანაობს.
შენიშვნა: წელიწადის სხვა დღეებში მათ ეს ქცევა არ ახასიათებთ.

- ფუ რა იყო მარტო პრაზნიკებზე ბანაობ?!

0

შენ პირს შაქარი

ესარი გამოთქმა რომელსაც იყენებს ადამიანი ვისაც იმის ახდენა უნდა რაც სხვამ უსურვა.. არადა ამდროს ის ვერაცნობიერებს რომ ამით კარგის მსურველს დიაბეტს დამართებს

-მალე მილიონს იშოვი
-შენ პირს შაქარი..

0

"დავრჩით თბილისში თბილისელები"

ძირითადად ამ ფრაზას ხმარობენ სოფლელი "გოიმები",რომლებსაც წელს პირველად მოუწია თბილიში ყოფნა სააღდგომოდ და "ჭკუაზე არაა"...როკითხო დარჩნენ თბილისში "კარენოი" თბილისელები.

-თბილისში ხარ?
-არა,ძმაო სოფელში წავედი
-აჰაჰაჰაჰ დავრჩით თბილისში თბილისელებიი)))))

0

მოდი ,მოდი,ეხლა დავსხედით

აღნიშნული ფრაზით სუფრაზე მსხდომნი მიმართავენ დაგვიანებულ(შემოსწრებულ) ადამიანებს. ამით ისინი, ხაზს უსვამენ და აიმედებენ შემოსწრებულებს რომ 1-2 ჭიქაზე მეტი, ნაღდი არ დაულევიათ.

- ვა ,სალამი კამანდას
- მოდი,მოდი,ეხლა დავსხედით

0

ბლაკიროვკა

ფუნქცია თანამედროვე ავტომობილში, რომელსაც შეუძლია მანქანას "მოაფხოწიალებინოს" ან დააბუქსავებინოს.

ბლაკიროვკა ჩართე ძმა

0

ბასიაკი

მსმელი ადამიანი რომელსაც ხშირ შემთხვევაში ამ სიტყვითვე შენიშვნას აძლევს თავისი მეზობელი ან ნათესავი.

შე ბასიაკო, ამოგიწყდა ჯიში.

0

12-ზე სახლში ვარ

ამ სიტყვებით ადვილად ტყუვდებიან, ძირითადად მშობლები და ცოლი/ქმარი. თუ ქმრის მისამართით გამოიყენება სიტყვები და ის მოტყუებული რჩება, მაშინ ცუდადაა საქმე...

12-ზე სახლში ვარ საყვარელო
კარგი 12ს არ გადააცილო
ok))