0

ფეხი მიეცი

ამ სიტყვაში ძმაკაცი(მეგობარი) გულისხმობს თავის ძაღლს,
რომელიც ჩვეულებრივზე მეტად აღზნებულია და დაწყნარების
მიზნით მეგობარი შენ ფეხს სთავაზობს მას.

ყველა ცენზურა დაცულია

0

სტო პრაცენტა

ძმაკაცის სიტყვის დასამტკიცებელი სიტყვა. გამოიყენება ორი ძმაკაცის საუბრისას, როდესაც ერთი სიმართლეს იტყვის, ხოლო მეორე ეთანხმება.
სინონიმებია: ფაიზაღს ბაზრობ, კრისტალს ბაზრობ, ცვეტში ეგრეა, მართლა ეგრეა შვილებს ვფიცავარ.

-ბიჭო, დღეს რომა გახევს ხო ფიორენტინას?
-სტო პრაცენტა ეგრე იქნება!
-დავაი, დავდოთ მერე, მაგის....

0

რამე არ გაჩითულა?

გამოიყენება ორი ადამიანის საუბარში, როდესაც ერთ პიროვნებას სურს ე.წ "პლანის" მოწევა და ეკითხება მეორეს მას ხომ არ აქვს.

-ვაააა, რას შვები, როგორ ხარ?
-რავი ვარ რა. შენ?
-მეც ვარ რა... ბიჭო რამე ხო არ გაჩითულა?

0

ბალახვანში კიბეები როა

ცნობილი ქართველი კომიკოსისა და საზოგადო მოღვაწის გამონათქვამი. თანამედროვე ლექსკაში გამოიყენება სარკაცმული და დამცინავი პასუხისთვის, კითხვაზე: სად.

1)-სად დგას ეეგ?
-ბალახვანში კიბეები როა, ე იმის წინ!(სიცილი ჩაჯმამდე)
2)-სად მიდიხარ?
-ბალახვანში კიბეები როა, ე იმის წინ!(სიცილი ჩაჯმამდე)

0

ჩისტიტელი

სიტყვა რომელიც აღნიშნავს მანქანის საქარე მინის გამწმენდ მოწყობილობას, რომელიც ყველა მანქანას ორი აქვს რომელიღაც მერსედესის გარდა.

-აუ ძაან გაწვიმდა
-მერე ჩართე ე დედა ნატირები ჩისტიტელი!

0

გვარს ნუ აგინებ...

გამოიყენება მაშინ როდესაც ორი ადამიანის კონფლიქტში ერევა სხვა და ერთ-ერთ მხარეს ეუბნება ამ ფრაზას, რადგანაც დედამისიც ამ გვარზეა.

-შენი გვარი მოვ...
-გვარს ნუ აგინებ დედაჩემის მაგ გვარზეა

0

ჩაგეთვალა

სიტყვაა, რომელიც ხუმრობის ოსკარად შეგვიძლია მივიჩნიოთ

საღოლ ჩაგეთვალა მაგრად იხუმრე

0

შვიდ თვიანი ხარ ?

ფრაზა რომელიც შვიდთვიანების დისკრიმინაციას ახდენს და მათ ღრმა ბავშობაში გამოვლენილ თვითნებურ სისწრაფეს არ პატიობენ

რა მოუთმენელი ხარ ?შვიდვითვიანი ხომ არ ხარ ?

0

გამომივიდა ესეც მეცამეტე გოჭი

მოგეხსენებათ ღორს 12 ძუძუ აქვს ამ ფრაზას კი იმ ადამიანებზე ამბობენ რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში ზედმეტნი არიან

რას ერევი გამომივიდა ესეც მეცამეტე გოჭი