0

არა არ დამიწეროთ მოვალ

მოსწავლის დამაიმედებელი ფრაზა მასწავლებლისადმი, შემდგომ მოსწავლე გადის კლასიდან და მთელს გაკვეთილს აცდენს. გაკვეთილის შემდეგ დიდი ალბათობით დამრიგებელი ყვირის დასვენებაზე.

.

0

სსს სსს...!

ერთგვარი დაძახების ვარიანტი კაზინოში ანუ უხმობთ თანხის მომხსნელ ოპერატორს

სსს სსს ...! აუ მომიხსენი რა

0

მოუტყან შევეცი

მოუტყანის გამძაფრებული ფორმა

- ისეთი სწარფი მანქანაა იმენაა მოუტყაან შევეცი

0

ერთი მოხვდა და კენტად

ამას ამბობენ მდედრობითი სქესის წარმომადგენელზე , რომელსაც სქესობრივი აქტი ჰქონდა მხოლოდ ერთხელ და იგი არ განმეორებულა.

- ეს ქალიშვილი არაა ხო ?
- არა , ერთი მოხვდა და კენტად .

0

მალინა

ერთ ადგილზე შეკრებილი "ქურდი" სასტავი.

აქ ყველა მალინა ვართ.

0

მაგარი რული

ადამიანი, რომელმაც ძმაკაცის ქორწილში მეფე პატარძლის მანქანის უკან არავის დაუთმო ადგილი.

ფაქო მაგარი რულია მეფე პატარძლის მანქანას მთელი ქორწილი ტრაკზე ედგა და ადგილი არავის დაუთმო 😉

0

აწი

გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საკმარისი დროა გასული იმისთვის, რომ რაღაც მოხდეს ან არ მოხდეს და საბოლოდ საპირისპირო რამ ხდება.

-ძაან მენატრება თბილისი!
-აწი ჩამოხვალ ორ კვირაში

-ბიჭო ძაან შემიყვარდა და ვერ ვეუბნები და რა ვქნა?
-აწი უთხარი ტო