0

მაშა და დათვი

საუკეთესო საშალება ბავშვების ტირილის შესაჩერებლად

მაშა და დათვი ჩაურთე თორე ტვინი მოტყნა უკვე..

1

სუპი

ბავშვების კოშმარი,რომელიც შესაძლოა ინდივიდის დასაშინებლადაც იყოს გამოყენებული.განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პურჩაყრილი სუპი,რომელიც საბავშვო ბაღიდან იღებს სათავეს.ლეგენდის თანახმად არსებობენ ბავშვები,რომელთაც აღნიშნული წვნიანი იზიდავს

-სუპი გიყვარს?
-ფუუუ არაა
-არც მე.საზიზღრობაა

0

ფაჩარი

უნიათო
(პ.ს ისეთი უნიათოა რომ ასო "ნ" საც კი არ იმსახურებს, წესით ფანჩარია)

შენ რა ფაჩარი ხარ

0

როდემდე ვმდგარიყავი აბა უბანში

თავის მართლების მცდელობა ტიპისგან, რომელსაც "კაი ბიჭობაზე" ქონდა პრეტენზია, მაგრამ მოცემულ მომენტში დაცვის პოლიციაში მუშაობს

როდემდე ვმდგარიყავი აბა უბანში მაგის დდშვც ტოო

0

მასე სა იყო ჩვენ დროს...

უფროსი თაობის მიერ ახალგაზრდა თაობის მისამართით წარმოთქმული სიტყვები, რაც აღნიშნავს იმას, რომ 40–50 წლის წინ ცხოვრება სხვაგვარი იყო. გასაკვირი ამაში არაფერია თუმცა, საგულისხმო და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უფროსებს 21–ე საუკუნე და ზოგადად დღევანდელი ახალგაზრდები მაგარი ყლეები ვგონივართ.

– აი ეხლა შევალ კომპიუტერით და მივუთითებ რომელ უნივერსიტეტებშიც მინდა მოვხვდე.
– ეუჰ, რას აღარ გამოიგონებენ, სად იყო ჩვენ დროს ამდენი ინსტიტუტი და სასწავლებელი, ურევენ ტვინს ბავშვებს.

0

მზით დაგეცვითოს

ძირითადად გამოიყენებენ უფროსი თაობის ადამიანები. ეს არის ერთგვარი მოლოცვის ფორმა შენს მიერ ნაყიდი ახალი ტანსაცმლის მისამართით.

– ნახე ბებო რა მაგარი მაისური ვიყიდე.
– დედა რა კარგია, სულ მზით დაგეცვითოს ბებო, უთვალავი და უთვალავი ახლის შეძენაში კიდე...

0

გინდა გაფინტაო

საშუალო ასაკის მამაკაცის სიტყვები რომელოც წარუმატებელი ფინტაობის შემდეგ იხსენებს თუ როგორ კარგად თამაშობდა ბავშობაში?
!

ფინტაობა

0

კალადბურთი, ფეღბურთი და მისთანანი...

ადამიანები რომლებსაც გონიათ, რომ ბურთს კალადში აგდებენ და ფეხბურთს ფეღით თამაშობენ

ფეღბურთში მოგიგებ, კალადბურთში ხმა არ გაიღო საერთოდ.

0

შობის დილასავით თვალწარმტაცი ხარ

ეს და მსგავსი სიტყვები, მაგალითად როგორებიცაა: "ისეთი ლამაზი ხარ ცისფერების ოჯახსაც დაანგრევ", "შენ მშობლებს ალბათ საკონდიტრო ჰქონდათ გახსნილი ისეთი ტკბილი ხარ" და მისთანანი ძირითადად იყენებენ ძია კაცები ან გიჟპოეტა ბიჭები, რომლებსაც გონიათ, რომ მსგავსი მეტაფორები და შედარებები გოგოს დასაკერად ეფექტური საშუალებებია.

ისეთი ლამაზი ხარ მხოლოდ 90–ე წუთზე გატანილი გოლი გჯობია

0

აეგარი თქვენი ევროპა

ადამიანი, რომელსაც გონია, რომ გარყვნილობა ევროპიდან იღებს სათავეს და საქართველოშიც ევროპიდან შემოვიდა.

– ბიჭი ბიჭზე დაქორწინდა ამასწინათ
– აეგარი თქვენი ევროპა