0

ბაბაბაბაბა

პატარაობაში ომობანას თამაშისას იარაღის სროლის ხმა, რომელსაც ბავშვები თვითონ გამოხატავდნენ

-ბაბაბაბაბაბა
-მოგკალი ეე, ნუღა თამაშობ

0

ყლეზე წაისმევს კარაქივით

როდესაც ერთი მხარე ძაან აღემატება მეორეს და დიდი უპირატესობით დაამარცხებს.

-კაი შეჩემა ხო იცი ბარსელონა ლას პალმასს ყლეზე წაისმევს კარაქივით

0

გაგუდე

ეთამაშე ძლიერი დაცვა მოწინააღმდეგეს.იხმარება ფეხბურთის თამაშისას

გაგუდე ალეკოო!

0

რა ამბავია, ვალი გაქვს?!

გამოიყენება ბაზარში პროდუქტის სიძვირესთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამოსახატავად, რომლის თანახმადაც გამყიდველს მაღალი ფასებით უნდა ვალების გასტუმრება.

-რა ღირს პომიდორი?
-4 და 80
-რა ამბავია, ვალი გაქვს?!

0

მე აღარაფერი დამრჩეს?

გამყიდველის მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზა, როცა მას დაკლებას სთხოვენ.

რა ღირს ბოტასი?
100 ლარი.
აუ ძვირია დააკელი რა.
მე აღარაფერი დამრჩეს?

0

ბოდიშით ნასვამი ვაარ

გამოიყენება იმ შემთხვევაში,როდესაც ადამიანს პასუხისმგებლობის არიდება სურს

-(ყველანაირი შესაძლო დიალოგის დასაწყისი)
-ისა.. ბოდიშით,ნასვამი ვაარ

0

"შენ რომ მოდიოდი, მე მივდიოდი"

"შენ რომ მოდიოდი, მე მივდიოდი" - გამოიყენება უფროსი თაობის ბიძებისა და დეიდების მიერ თავიანთ გამოცდილებასა და სიბრძნეზე ხაზგასმის მიზნით. როგორც წესი, ფრაზას იყენებენ ახალგაზრდა, ჭკვიან მოპაექრეებთან დისკუსიის თავიდან ასარიდებლად, არგუმენტების ამოწურვის ან საერთოდ არქონის შემთხვევაში.

შენ რა იცი, რა იყო საბჭოთა კავშირი. ლაღიძის წყალი, რამე-რუმე... შენ რო მოდიოდი , მე უკვე მივდიოდი.