0

ვერ დავლევ მანქანით ვარ

ძირითადად მოვისმენთ სუფრაზე, რადგან ხშირად იყენებენ დალევის თავიდან აცილების მიზნით

არა ვერ დავლევ მანქანით ვარ და ვერ დავტოვებ

0

რაღაცა ყ*ე

სამართა’ლდამცავის ერთ-ერთი განმარტებითი ფორმა.

-გუშინ კიდე მწვდა თმაში იცი?
-კიდე ის რაღაცა ყ*ე?

0

მაგაზე უკეთესი 1000 დადის

ეს არის დამამშვიდებელი ფრაზა როცა ატირებული ძმაკაცი გეუბნება რომ მას შეყვარებულმა "დაადო".

-დამშორდა შეჩემაა (ტირის)
- კაი *ლეზე ბიჭო მაგაზე უკეთესი 1000 დადის შენ ნუ ღელავ.

0

რა კლიენტი ხარ რა

პოპულარულია ბიძა კაცებში,როგორც ყოველთვის ცუდი ხუმრობის შემდეგ ამბობენ,სახუმარო დანიშნულება აქვს,იგივეა რაც ახალგაზრდებში ,,რა როჟა ხარ’’

-რა კლიენტი ხარ გელა რა

0

ეს არ მოვა კაცო

გამოცდისთვის რომელიმე საკითხის არ სწავლის გამპრავებელი ფრაზა, ბოლოს რომ მაინც შეგხვდება გამოცდაზე

-ეს საკითხი (ამოცანა, ფორმულა) დაგვრჩა სასწავლი
- უფფ, ეგ არ მოვა კაცო

0

მუცელში სარეცხი გაქ?!

თუ ადამიანი ბევრ წყალს სვამს ხშირად მოისმენთ ახლოს მდებარე ადამიანისგან მსგავს ფრაზას

რამდენს სვამ მუცელში სარეცხი ხოარგაქ?

0

კომისია

ადამიანთა ჯგუფი რომელთა სკოლაში გამოჩენის შემდეგ სკოლა და მასწავლებლები რადიკალურად იცვლებიან უკეთესობისკენ

აბა კომისია მოდის წესრიგში მოდით!!