მიაწექი/ მიდი, მიაწექი
გამოიყენება, როგორც წესი, უფროსი თაობის ადამიანების მიერ, როცა მიმართავენ უმცროსს და უნდათ მისი გამხნევება, სამოქმედოდ სტიმულის მიცემა. ხშირად იხმარება "სწავლას მიაწექი" ფორმით.
ხშირად ხდება (რას იზამ, ეგრეა ცხოვრება), რომ მას წინ მოსდევს ამ ადამიანის ცხოვრების ტრაგიკული შეჯამება - როგორ არ გამოუვიდა ესა თუ ის საქმე, როგორ ვერ მიაღწია წარმატებას, ახლა კი ძლიერ ნანობს. თქვენ კი გისურვებთ, რომ (თქვენ მაინც) მიაღწიოთ დასახულ მიზანს.
ამ სიტყვაში ('მიაწექი') დებენ მთელს გრძნობას, უნდათ, რომ მებრძოლი სული გაგივითარონ და ა.შ
უმეტესობა ამ კეთილ რჩევას პასუხობს "- კი, კი, აბა რა" - თი და ცოტა ხანში ისევე იკიდებს, როგორც სხვა ყველაფერს თავის ცხოვრებაში -_-
ეს ფრაზა ასევე ხშირად გამოიყენება თანატოლებს შორის, იმავე მიზნით.
- გამარჯობა, გელა ძია!
- გაგიმარჯოს ლუკა! რავა ხარ, ხო ხარ მაგრად?!
(FEW MOMENTS LATER)
- ხო სწავლობ კარგად?
- (უხერხული ღიმილი/სიჩუმე ან უტიფარი ტყუილი, რომ "კი")
- ხო, ხო, ძია, მიდი, მიაწექი, აბა რა! (მოსალოდნელია დარიგებაც: "თუ არ ისწავლი...")